ბელარუსი

ლუკაშენკო დასავლეთს: თუ თავდასხმებს განაგრძობთ, სამუდამოდ პრეზიდენტად დავრჩები

ალექსანდერ ლუკაშენკო
LiveJournal

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, თუ დასავლეთი ბელარუსს თავს დაესმხება, ის ქვეყნის "პრეზიდენტად სამუდამოდ დარჩება". 

"თუ თქვენ [დასავლეთი] ისევ განაგრძობთ თავდასხმებს, როგორც ეს 2020 წლის არჩევნებზე მოხდა, მე დავრჩები პრეზიდენტად სამუდამოდ".- თქვა ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან ბელარუსი-რუსეთის სამხედრო წვრთნების გაცნობის შემდეგ. 

მისივე თქმით, მას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გეგმავს პრეზიდენტობიდან გადადგომას. 

"მე ვმბობდი თუ რა პირობებში მოხდებოდა ეს. თუ კოლექტიური დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკელები ბელარუსს სამიზნედან ამოიღებენ და სხვადასხვა ხერხებით გადატრიალების მცდელობები არ ექნებათ, როგორც ეს 2020 წელს იყო, ყველაფერი მოხდება კანონიერად, ფრთხილად და იმაზე ადრე ვიდრე ეს თქვენ გსურთ".- ამბობს ლუკაშენკო. 

2020 წლის 9 აგვისტოს ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ რესპუბლიკაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რასაც მოჰყვა არეულობები. დასავლეთმა არ აღიარა არჩევნების შედეგები. ევროკავშირმა დააწესა სანქციების ხუთი პაკეტი ბელორუსის ოფიციალური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ.

კომენტარები