არ ვაპირებთ, რადიკალური ოპოზიციის მიერ დაშვებული უხეში პოლიტიკური შეცდომა კანონების შეცვლით ჩვენ გამოვასწოროთ. თვეების განმავლობაში, ჩვენც და საერთაშორისო პარტნიორებიც ოპოზიციას ვარწმუნებდით, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულიყვნენ. მათ კი ამაში არათუ მონაწილეობა მიიღეს, არამედ დემონსტრაციულად საარჩევნო სიებიც გააუქმეს იმისათვის, რომ თავისი დესტრუქციული პოზიციების სიმყარეში დაერწმუნებინათ საკუთარი მხარდამჭერები. რამოდენიმე თვე გავიდა, პარლამენტში შემოვიდნენ და გაუქმებული სიების აღდგენას კანონმდებლობის შეცვლით ითხოვენ, რაც არის არათანმიმდევრული. რადგან, მათ პრობლემა აქვთ არა სიების, არამედ დასწრებასა და საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. სიების აღდგენას არ ვაპირებთ, რადგან კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური კრიზისი და საბოტაჟი ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იყო.
tbl.ge/5v24
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას ეხმაურება, რომ დეპუტატებისთვის, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის ჩამორთმეული მანდატები პროპორციული სიებით უნდა შეივსოს და მათ პარტიებს დაუბრუნდეს.
ამავე თემაზე
- პარლამენტმა ვერ აირჩია ომბუდსმენი, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები
- ბრეგაძე წითლიძეს: უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ
- პრემიერი ოპოზიციას: დაბოღმილი, შურით აღვსილნი ხართ – თქვენ ვინ მოგცემთ ხმას?
- პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო
- ქართულმა ოცნებამ და ენმ-მ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებაზე შეთანხმებას მიაღწიეს