საქართველოს პროკურატურა

15 წლამდე მოზარდთან ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის კაცს 15 წელი მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეცნობით თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის მუქარით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ნ.-მ ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედებები. 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ო.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ემუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

კომენტარები