მე-10 მოწვევის პარლამენტი

ნათელაშვილი: ოპოზიციამ ხვალ ქოცხროვას მანდატის შეწყვეტაზე განცხადებები დაახვედროს

ვინც არის დღეს საპარლამენტო ოპოზიციაში და არ უნდა ერთი სეზონის მოვლენად ჩაიწეროს ისტორიაში, ხვალ დილით საპარლამენტო უმრავლესობის ქოცხროვას მაგიდაზე დაახვედრონ განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე. ამას ითხოვს სამშობლო და მომავალი თქვენგან მეგობრებო. ნახავთ როგორ ყველაფერი მომენტალურად შეიცვლება. ჩემით არ დამთავრდება ეს, მეგობრებო, გაგრძელდება თქვენით და დაგვირგვინდება ქვეყნით. მალე ცვლილებებზეც უარს გეტყვიან და იმ ბარიერსაც დატოვებენ, რაც პოლიტიკის თავო ჩემო იქნება საბოლოოდ.

წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი. დღეს, 15 იანვარს პარლამენტი ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას უყრის კენჭს. ქართულმა ოცნებამ მათთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

კომენტარები