Doctor Strange

Super Bowl-ზე Doctor Strange-ის რიგით მეორე თრეილერის პრემიერა შედგა (VIDEO)

სტუდია Marvel-მა ახალი ფილმის Doctor Strange in the Multiverse of Madness რიგით მეორე თრეილერი გაავრცელა. თრეილერის პრემიერა ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ფინალზე, Super Bowl-ზე შედგა.

Doctor Strange-ის ახალი ფილმის პირველი თრეილერი მაყურებლებმა გასულ წელს, მარველის კიდევ ერთი კინოსურათის Spider-Man: No Way Home ბოლოს იხილეს.

ფილმი, რომელიშც მთავარ როლს ბენედიქტ კამბერბეტჩი ასრულებს, კინოეკრანებზე 6 მაისს გამოვა. სურათის რეჟისორი კი სემ რეიმი იქნება, რომელმაც მარველთან ერთად 2002-2007 წლებში Spider-Man-ის ტრილოგიაზე იმუშავა.

კომენტარები