განზრახ მკვლელობა

კასპის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმ​​ა, 1984 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს - 1976 წელს დაბადებულ ა.ს.-ს.

პოლიციის ცნობით, ის ცხელ კვლაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები