სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, გრძელდება მორალურად სამარცხვინო და პრაგმატულად ქვეყნის მომავლისთვის დამანგრეველი ნაბიჯები ივანიშვილის რეჟიმისგან. ანუ, პოზიციონირება დისტანცირებით და ამას ხსნიან და ცდილობენ მოქალაქეებში გაყიდონ იმით, რომ პრაგმატულები არიან და უფრთხილდებიან მოქალაქეებს საქართველოში. ეს პროპაგანდის ერთ-ერთი ეფექტური გზავნილია, ოღონდ უსინდისო ტყულია, იმიტომ რომ ეს ვარაუდობს და გულისხმობს იმას, უკრაინის ქმედებებზე ან საქართველოს ნებისმიერი მთავრობის ქმედებებზე არის დამოკიდებული პუტინი აგრესიული იქნება თუ არა - ჭირვეული ბავშვია პუტინი და თუ თვალში არ მოუხვდები არ დაგვეხმევა თავს - ეს არის სისულელე!
ჩვენ თუ ახლა არ ვართ ეფექტურები (ეს მთავრობა საპირისპიროდ იქცევა), ამ შემთხვევაში უსაფრთხოების რისკებს ვიზრდით და ამ ჭაობიდან გაღწევის შანსებს ვამცირებთ.
ამის გარდა, აღმასრულებელ ხელისუფლებას, პრემიერმინისტრს უნდა ემოქმედა, გარდა უბრალოდ უკრაინაში ჩასვლისა და გამოჩენისა, უნდა ელობირა ყველა დასავლურ დედაქალაქში, რომ საქართველოს და უკრაინის პრობლემები იგივეა და ეს არის არა უკრაინისა და საქართველოს პრობლემა, არამედ, მათი პრობლემა.





