სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ალფაიძე: იმედი მაქვს, 1 მარტიდან საქართველოში გაზაფხულდება, იქნება ბევრი სიყვარული

იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას [სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებით], თუმცა, იმის იმედი უფრო მაქვს, რომ ინსტიტუციურ საკითხს უფრო დავალაგებ მომავალში. მე იმედი მაქვს, რომ გაზაფხულდება 1 მარტიდან მთელ საქართველოში, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ საქართველო ვართ და უნდა ვაჩვენოთ მთელ ევროპას, როგორ შეგვიძლია, თუნდაც, GDPR-თან დაკავშირებით ისეთი გამოწვევები შევასრულოთ, რომ ჩვენ ვიყოთ მაგალითი მათთვის, ჩვენი პრეცედენტების საფუძველზე მიიღონ სხვებმა გადაწყვეტილება. ვიცი, რომ ეს შეგვიძლია, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად დგომით, ერთმანეთის გათვალისწინებით, ერთმანეთის პატივისცემით.

სიტყვა "პატივი" კონსტიტუციაში გაქრა, აღარ არის, ამიტომ ყველას ღირსება ხელშეუვალია. კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლები იმდენად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რომ ძალიან რთული ხდება ამ ინტიმური დაცული სფეროს განსაზღვრა, ზოგადად რა ხდება და რისი დაცვა გვჭირდება. ამიტომ ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ და დარწმუნებული ვარ, ბევრი პრეცედენტიც შეიქმნება საქართველოში, რომელიც ამ საკითხებს გადაჭრის.

თქვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში გასაუბრებისას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის უწყების გაუქმების შედეგად შექმნილი ერთ-ერთი სამსახური იქნება.

კომენტარები