Tesla

19 წლის სტუდენტი მასკის პირადი თვითმფრინავის მარშრუტის გვერდის გასაუქმებლად TESLA-ს ითხოვს

19 წლის მოზარდი სოციალურ მედიაში ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის მოძრაობის მარშუტს აქვეყნებს,  პროფაილის წასაშლელად ჯერ მასკმა $5 000, შემდეგ Drive Autonomy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Tesla Model 3-ის სამი წლით ტარების უფლება შესთავაზა; საპასუხოდ სტუდენტი კი ილონ მასკისგან Tesla Model 3-ს და კომპანიაში სტაჟირებას ითხოვს. 

ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა, ჯეკ სვინმა 15 ბოტი ანგარიში გააკეთა, რომლებიც მილიარდერების, მათ შორის ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოს, კერძო თვითმფრინავების მარშუტს აფიქსირებს და სოციალურ ქსელში ავრცელებს.  @ElonJet - ანგარიში ილონ მასკის კერძო თვითმფრინავის მოძრაობაზე, 354 000 გამომწერით, ჯერჯერობით ყველაზე პოპულარულია. 

მართალია, სტუდენტი საჯარო ინფორმაციას იყენებს, მაგრამ თვითმფირინავის მოძრაობის დაფიქსირება საჭიროებს ტრანსპონდერის სიხშირეების დახვეწილ ცოდნასა და მათი ფრენის გეგმასთან შესაბამისობის პოვნას. სვინმა საავიაციო სისტემა მამისგან ისწავლა, რომელიც ავიაკომპანიების ინდუსტრიაში მუშაობს. მოზარდის თქმით, თვითმფრინავების მარშუტისთვის თვალყურის დევნება ბავშვობიდან არის მისი ჰობი.

როდესაც სვინმა მასკს აუხსნა, თუ როგორ მუშაობს მისი სისტემა, მილიარდერს გაუკვირდა, რომ ინფორმაცია საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი და საპასუხოდ აღნიშნა: "საჰაერო მოძრაობის კონტროლი ზედმეტად პრიმიტიულია". 

მასკმა ასევე დააზუსტა, ანგარიშიდან რამდენს გამოიმუშავებდა თინეიჯერი. მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ სვინი თვეში მხოლოდ $20-ს გამოიმუშავებს, ანგარიშის წასაშლელად მას $5 000 შესთავაზა. 

"შესაძლებელია $50 000-ს ავცდეთ? კოლეჯში სწავლაში დამეხმარება და შევძლებ მანქანის ყიდვას, იქნებ Tesla Model 3-იც შევიძინო".- ასე უპასუხა მასკის პირველ შემოთავაზებას სტუდენტმა. 

ილონ მასკის თქმით, იფიქრებს სტუდენტის შეთავაზებაზე. Drive Autonomy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ პეინეტერმა ანგარიშის წაშლის შემთხვევაში, Tesla Model 3-ის სამი წლით ტარების უფლება შესთავაზა. სვინის თქმით, ის Tesla-ს მხოლოდ ილონ მასკისგან მიიღებს და არა სამი წლით ტარების უფლებით, არამედ საჩუქრად. ბოლოს სვინმა დამატებით აღნიშნა, რომ მანქანასა და ფულად შეთავაზებებს, სტაჟირების შესაძლებლობა აჯობებს. 

"თქვენიც მესმის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის პროგრამა, რომლითაც თქვენი თვითმფრინავის ლოკაციას ვადგენ, სკოლაში დავწერე. ანაზღაურების გარდა სხვა ალტერნატივები, მაგალითად სტაჟირება, ბევრად გაადვილებს ანგარიშის წაშლას". -  უპასუხა 19 წლის სვინმა ილონ მასკს.

კომენტარები