კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 33.61%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 73 251 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 18 221 პაციენტი.  

დღიური დადებითობა 33.61%-ია, ბოლო 7 დღის - 31.86%, ბოლო 14 დღის კი 28.31%. 

24 616 ახალი შემთხვევიდან თბილისში 11 801 დადასტურდა, აჭარაში - 2 187, იმერეთში - 3 382, ქვემო ქართლში - 1 265, შიდა ქართლში -1 418, გურიაში - 657, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 1 577, კახეთში - 1 114, მცხეთა-მთიანეთში - 697, სამცხე-ჯავახეთში - 380, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 138. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 350 454 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 124 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 300 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 210 686 აქტიური შემთხვევაა.  

1 228 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში 469 მკურნალობს, აჭარაში - 150, იმერეთში - 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 277 პაციენტია,  მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 43, იმერეთში - 29. 

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.

კომენტარები