ლატა მანგეშკარი

ლეგენდარული ინდოელი მომღერალი ლატა მანგეშკარი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ინდოელი მომღერალი და კომპოზიტორი, ლატა მანგეშკარი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანგეშკარი, რომლის სიმღერაც ბოლივუდის 100-ზე მეტ ფილმში ისმოდა, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, მუმბაის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

მანგეშკარის გარდაცვალების გამო ინდოეთში 2-დღიანი გლოვა გამოცხადდა და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები ნახევრად დაეშვა.

მანგეშკარს 80-წლიან კარიერაში სიმღერები ინდოეთის 36 სხვადასხვა ენასა და დიალექტზე აქვს ჩაწერილი. 1974 წელს ის გახდა პირველი ინდოელი მუსიკოსი, რომელმაც ლონდონის სამეფო საკონცერტო დარბაზში, ალბერტ ჰოლში იმღერა.

კომენტარები