ბაკურიანი

მაშველებმა ბაკურიანში გაჩერებული საბაგიროდან ყველა დამსვენებელი ჩამოიყვანეს

Georgiantravelguide.com

მთის კურორტების სააგენტოს ინფორმაციით, ბაკურიანში გაჩერებული მიტარბის საბაგიროზე დამსვენებელთა სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მათივე ინფორმაციით, მიტარბიზე საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გამოირთო.

"გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა". – ნათქვამია განცხადებაში.

ბაკურიანში მიტარბის საბაგირო, დაახლოებით, 17:00 საათზე გამოირთო.

კომენტარები