ბაკურიანი

ბაკურიანში ერთ-ერთი საბაგირო გაჩერდა, დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ

ბაკურიანში, სათხილამურო კურორტ მიტარბის ერთ-ერთი საბაგირო გაჩერდა და დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი დამსვენებელი ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ უკვე ნახევარ საათზე მეტია, რაც ისინი დახმარებას ითხოვენ და საბაგიროდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

"ბაკურიანში, მიტარბის პირველი საბაგირო უკვე 40 წუთზე მეტია გაჩერდა და მგზავრები ჩამოსვლას ვერ ვახერხებთ. ღია საბაგიროა, -10 გრადუსია და პარალელურად თოვს. დავრეკეთ 112-ში, თუმცა ამ დრომდე ზუსტ პასუხს ვერ გვეუბნებიან და არ ვიცით, რა ხდება. დაახლოებით 50 ადამიანი უბრალოდ ჰაერში ვართ გამოკიდებული". - ამბობს ადგილზე მყოფი ერთ-ერთი დამსვენებელი.

ტაბულა დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.

კომენტარები