ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი მგზავრი ჰყავდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამისთვის კეთდება ყველაფერი. [...] ეს სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველაზე ხშირად მოიხმარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. რაც შეეხება თვითონ პაკეტებს, მათ ღირებულებას – ესეც ხომ დაანგარიშების შედეგად იქნა მიღებული და ციდან არ ჩამოფრენილა. ჩვენ ყოველწლიურად ვუყურებდით, თუ რამდენი მგზავრი მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რა იყო საშუალო გადასახადი ადამიანისთვის თვის განმავლობაში და ეს თანხა შეადგენდა საშუალოდ 40-43 ლარს. თვიური აბონემენტის ფასი დღეს არის 40 ლარი. ეს რომ დავიანგარიშოთ წლის ჭრილში, ვნახავთ, რომ 50 თეთრზე ნაკლები გამოდის ტარიფი ადამიანებისთვის, ვინც მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
კალაძე ტრანსპორტის აბონემენტებზე: ციდან არ ჩამოფრენილა, დაანგარიშების შედეგად მივიღეთ
tbl.ge/5ums
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმედის ეთერში. 1 თებერვლიდან თბილისში მგზავრობის საფასური 1 ლარი გახდა, ფასდაკლებისთვის მოქმედებს აბონემენტები.
ამავე თემაზე
- 16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები გვიანობამდე იმუშავებს
- მერია: უკრაინა-საქართველოს მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები გვიანობამდე იმუშავებს
- ალბანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები 02:00 საათამდე იმოძრავებს
- კალაძე: 18-მეტრიან ავტობუსებს დეკემბერში შემოვიყვანთ, განტვირთვის საშუალებას მოგვცემს




