საქართველო-აშშ

დეგნანი: საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის

უნდა იყოს მეტი გამჭვირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა, როგორი სახის მხარდაჭერას უწევს მთავრობა მოქალაქეებს, როგორ ცდილობს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი. ეს მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის, განსაკუთრებით, რეგიონებში. ვფიქრობ, ის პრინციპები, რომლებიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, ახლა უნდა აღსრულდეს. კანონი დამოუკიდებლად უნდა აღსრულდეს. კარგად ჩანს ის, თუ სად არის მომავლის გზა. ახლა მოძრაობაა საჭირო.

თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები