დადიანების სასახლე

დადიანების სასახლის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს

droa.ge

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიიდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. ქანდაკება ქრ. შ. VIII-VII საუკუნეებს განეკუთვნება. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 183-ე მუხლით დაიწყო, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლებას გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა რადიო ათინათმა მუზეუმის დირექტორზე, დავით ოყუჯავაზე დაყრდნობით გაავრცელა. მედიასთან საუბარში ოყუჯავა ამბობს, რომ ქანდაკების გაუჩინარების შესახებ დილის 09:00 საათზე შეიტყვეს. მისივე ცნობით, დაზიანებულია ქანდაკების პიედესტალი, ხოლო განათება კი შეტრიალებულია. დავით ოყუჯავა ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო მომხდარის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა, ეს უწყება მედიისთვის მას შემდეგაა მიუწვდომელი, რაც თეა წულუკიანი მინისტრად დაინიშნა.

კომენტარები