ფალსიფიცირებული კოკაინი

ფალსიფიცირებულმა კოკაინმა არგენტინაში 16 ადამიანი იმსხვერპლა, 50 კი საავადმყოფოში რჩება

ფალსიფიცირებულმა კოკაინმა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში სულ მცირე 16 ადამიანი იმსხვერპლა, 50 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამომძიებლების აზრით, არალეგალური ნარკოტიკს, სავარაუდოდ, მომწამვლელი ნივთიერება, ან სხვა სუბსტანცია ჰქონდა შერეული. ბუენოს აირესის პროვინციის უსაფრთხოების მინისტრმა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც უკანასკნელ 24 საათში კოკაინი შეიძინეს, ნარკოტიკის გადაყრისკენ მოუწოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფალსიფიცირებული კოკაინი მომხმარებლებმა ქალაქის ერთსა და იმავე რაიონში შეიძინეს. ამ დრომდე დაკავებულია 9 ადამიანი.

სამართალდამცველებმა დაკავებულებს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ჩამოართვეს და შესადარებლად გარდაცვლილთა გაკვეთის შედეგებს ელოდებიან.

კომენტარები