ვუპი გოლდბერგი

ABC NEWS-მა ვუპი გოლდბერგი ჰოლოკოსტზე გაკეთებული განცხადების გამო 2 კვირით გაათავისუფლა

მსახიობი და წამყვანი ვუპი გოლდბერგი ჰოლოკოსტზე გაკეთებული განცხადების გამო ABC News-მა ორი კვირით გაათავისუფლა. მან გადაცემა The View-ში თქვა, რომ ჰოლოკოსტი რასასთან კავშირში არ არის.

"ჰოლოკოსტი არ არის რასასთან კავშირში, არა არ არის. ეს იყო ადამიანების არაჰუმანურობა სხვა ადამიანების მიმართ, აი რასთან არის კავშირში", - თქვა მან.

მალევე მსახიობმა ამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა და Twitter-ზე დაწერა, რომ ის წუხს იმ ტკივილისთვის, რაც გამოიწვია.

"დღევანდელ გადაცემაში ვთქვი, რომ ჰოლოკოსტი არ არის რასასთან კავშირში, არამედ ადამიანების არაჰუმანურობასთან ერთმანეთის მიმართ. უნდა მეთქვა, რომ ორივესთან კავშირშია. ებრაელ ხალხს მსოფლიოს გარშემო ყოველთვის ჰქონდა ჩემი მხარდაჭერა და ეს არასდროს შეიცვლება. ბოდიში ვიხდი იმ ტკივილისთვის, რაც გამოვიწვიე", - დაწერა მან.

მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა ABC News-ის დირექტორი, რომელმაც ვუპი გოლდბერგის ნათქვამს "არასწორი და საზიანო" უწოდა.

"ვუპი გოლდბერგს ორი კვირით ვათავისუფლებ არასწორი და საზიანო კომენტარის გამო. ვუპის ბოდიშის მოხდის პარალელურად ვთხოვე, რომ გამოიყენოს დრო დაფიქრებისა და სწავლისთვის მისი კომენტარების გავლენის შესახებ. ABC News-ის ორგანიზაცია სოლიდარულია ჩვენი ებრაელი კოლეგების, მეგობრების, ოჯახებისა და საზოგადოების მიმართ", - წერია განცხადებაში.

კომენტარები