კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: 20 000-ზე მეტი შემთხვევა იყო გუშინ, სულ მცირე, ერთი ამდენი კიდევ ინფიცირებულია

დღევანდელი მდგომარეობით, მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული, დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანია, რომელმაც ან გადაიტანა ან აიცრა. აქედან გამომდინარე, ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც გადაიტანეს ინფექცია საკმაოდ მაღალია, ეს ახლაც გვეხმარება იმაში, რომ ომიკრონის უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს. თუმცა, ომიკრონის შემთხვევაში რეინფიცირებაც საყურადღებოა, რადგან ერთხელ გადატანილი ინფექცია არაა გარანტია, რომ ომიკრონი ადამიანს აღარ დაემართოს.

პიკური მაჩვენებელი მოსალოდნელია, რომ იყოს თებერვლის შუა რიცხვებისკენ და ეს ბუნებრივია, ითვალისწინებს იმ იმუნურ ფენას, რომელიც ქვეყანაში არსებობს ან ვაქცინაციის, ან ვირუსის გადატანის პირობებში. გუშინ 20 000-ზე მეტი შემთხვევა იყო გამოვლენილი, ეს ნიშნავს, სულ მცირე, ერთი ამდენი ისედაც ინფიცირებულია, მაგრამ ეს არ ვლინდება, სიმპტომები არ აქვთ ამ ადამიანებს, ესეც ემატება შემდეგ იმუნურ ფენას. თებერვლის შუა რიცხვებში უნდა ველოდოთ შემთხვევების მატებას, შემდეგ უნდა დაიწყოს კლება.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასა და ვაქცინაციაზე საუბრისას. ქვეყანაში გასულ 24 საათში დადასტურდა 26 320 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 31.09%.

კომენტარები