ლელო

სალომე სამადაშვილი ლელოს პოლიტიკური მდივანი გახდა

სალომე სამადაშვილი ლელოს წევრი და პოლიტიკური მდივანი გახდა. აღნიშნულ თანამდებობაზე სამადაშვილი პარტიის თავჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოემატა ლელოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება, ყველა ძალის შეკრება საქართველოში, იმისთვის, რომ ის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს დღეს, ჩვენ მოძმე ქვეყანას, უკრაინას და რაც ხდება რეგიონში გეოპოლიტიკურად, ამას საქართველო უნდა დახვდეს მომზადებული და გაძლიერებული". – აღნიშნა ხაზარაძემ

სალომე სამადაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად 2021 წლის 12 მაისს დატოვა. ენმ-ის დატოვების შემდეგ, სალომე სამადაშვილი საპარლამენტო ფრაქცია ლელო -  პარტნიორობა საქართველოსთვის-ს შეუერთდა. 

კომენტარები