კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 13 150 შემთხვევა, დღიური დადებითობა 28.82%-ია

Covid 19-ით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 45 623 ტესტი და დადასტურდა 13 150 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 8 503 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28.82%, ბოლო 14 დღის - 20.75%, ხოლო ბოლო 7 დღის - 23.8%.

ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევიდან თბილისში  7 078 გამოვლინდა, აჭარაში - 1 734, იმერეთში – 1 740, ქვემო ქართლში –661, შიდა ქართლში – 554, გურიაში – 119, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 640, კახეთში – 206, მცხეთა-მთიანეთში – 136, სამცხე-ჯავახეთში – 268, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 151 139, საიდანაც 5 433 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 000 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 143 706 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 034, მათგან 268 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 175 923 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 009 778 პაციენტი და გარდაიცვალა –  14 980.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები