ჩოგბურთი

სეტის წაუგებლად – ეშლი ბარტი AUSTRALIAN OPEN-ის ჩემპიონია

SkyNews

ეშლი ბარტი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ტურნირის სეტი წაგების გარეშე დაასრულა. მოქმედი პირველი ჩოგანის მეტოქე ფინალში ამერიკელი დენიელ კოლინსი იყო.

პირველი სეტი ბარტის გამარჯვებით, ანგარიშით 6:3 დასრულდა. მეორე სეტი დაძაბული გამოდგა, კოლინსი ლიდერობდა, 5:1-დან პირველმა ჩოგანმა თამაში შემოაბრუნა და თაი ბრეიქში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

25 წლის ეშლი ბარტისთვის Australian Open 2022 რიგით მესამე გრანდ სლემის ტურნირია, რომელზეც გაიმარჯვა. 2019 წელს ჩოგბურთელმა როლან გაროსის, ხოლო 2021 წელს უიმბლდონის ტურნირზე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

დენიელ კოლინსი ამერიკელი ჩოგბურთელია, ამ დროისთვის WTA რეიტინგში ის 30-ე ადგილს იკავებს. კოლინსმა კარიერაში პირველი გრანდ სლემის ფინალი ითამაშა.

ავსტრალიის ღია პირველობა ხვალ, რაფაელ ნადალისა და დანილ მედვედევის შეხვედრით დასრულდება.

კომენტარები