ეზრა მილერი

ეზრა მილერი კუ კლუქს კლანს: გირჩევთ საკუთარი იარაღებით დაიხოცოთ თავი

Befunky

ეზრა მილერმა ინსტაგრამის გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ფლეშის როლის შემსრულებელი კუ კლუქს კლანს დაემუქრა და თვითმკვლელობისკენ მოუწოდა.

"მე ეზრა მილერი ვარ, მივმართავ კუ კლუქს კლანის ჩრდილოეთ კაროლინურ ორგანიზაციას, პირველ რიგში მოგესალმებით. თუ სიკვდილი გსურთს, გთავაზობთ საკუთარი იარაღებით დაიხოცოთ თავი ან განაგრძეთ იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდით და ჩვენ თვითონ მოგხედავთ. დროებით". – ამბობს მსახიობი.

ამ ეტაპზე უცნობია რას ეხმიანება მსახიობის ვიდეომიმართვა, რამდენიმე გამოცემამ მილერთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ზუსტი პასუხი ვერ მიიღო.

კუ კლუქს კლანი (Ku Klux Klan, იგივე KKK) ულტრამემარჯვენე რასისტული ორგანიზაციაა, რომელიც 1865 წელს დაარსდა. სხვადასხვა პერიოდში კლანში გაწევრიანებული იყო მილიონობით ადამიანი, დღეისთვის ორგანიზაცია 8000-დე წევრს ითვლის. არსებობის ისტორიაში KKK არაერთი მკვლელობისა და ტერორისტული აქტის ორგანიზატორია.

ეზრა მილერი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სახელი ბეტმენის ფილმებში შესრულებული ფლეშის როლით გაითქვა.

კომენტარები