კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 41 ადამიანი

Covid 19-ით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 84 762 ტესტი და დადასტურდა 18 274 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 8 400 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 21.56%, ბოლო 14 დღის - 18.99%, ხოლო ბოლო 7 დღის - 22.67%.

ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევიდან თბილისში  9 297 გამოვლინდა, აჭარაში - 1 833, იმერეთში – 2 277, ქვემო ქართლში –1 024, შიდა ქართლში – 932, გურიაში – 308, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 988, კახეთში – 815, მცხეთა-მთიანეთში – 367, სამცხე-ჯავახეთში – 359, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 74.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 135 243, საიდანაც 5 084 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 091 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 128 068 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 033, მათგან 274 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 145 508 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 995 328 პაციენტი და გარდაიცვალა –  14 911.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები