საბერძნეთი

დიდთოვლობის გამო ათენის ავტომაგისტრალიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული

REUTERS Alkis Konstantinidis

სამაშველო ბრიგადები, მათ შორის ჯარის წარმომადგენლები, მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ათასობით ადამიანის ევაკუირებას ავტომაგისტრალიდან. 24 იანვარს საბერძნეთში ძლიერი ქარბუქი იყო, დედაქალაქი თოვლით დაიფარა, რამაც სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია. 

"ძალიან რთული ღამე გვქონდა, მიმდინარეობს ევაკუაციის ზეადამიანური მუშაობები". - თქვა მთავრობის წარმომადგენელმა. 

მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, ქალაქი ისევ რთული მდგომარეობაში რჩება, რადგან ამინდის წინასწარი პროგნოზით, უამინდობა კვლავ გამეორდება.

ტემპერატურა ღამე დაეცა, ჯარისკაცები მგზავრებს საჭმელს, წყალსა და პლედებს აწვდიდნენ. მგზავრთა ნაწილს მანქანაში ყოფნა 10 საათზე დიდხანს მოუწია. 

თხუთმეტი მგზავრი დაშავდა. ქარიშხალი, სახელად ელფითა, ვარაუდობენ, რომ ოთხშაბათამდე გაგრძელდება.

კომენტარები