ჯო ბაიდენი

"რა სულელი ნაბიჭვარია" – ბაიდენის პასუხი FOX NEWS-ის ჟურნალისტის კითხვაზე

"რა სულელი ნაბიჭვარია". - ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა FOX NEWS-ის ჟურნალისტს, რომელიც პრესკონფერენციის დასრულების დროს მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა. 

FOX NEWS-ის თეთრი სახლის კორესპონდენტი ბაიდენს კითხვას ინფლაციის შესახებ უსვამდა. 

"ინფლაციაზე კითხვას უპასუხებთ? იქნება თუ არა ინფლაცია თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა შუალედურ არჩევნებზე?" - იკითხა ჟურნალისტმა, როდესაც მედიის სხვა წარმომადგენლები დარბაზის დასატოვებლად ემზადებოდნენ.  

"დიდებული აქტივია... მეტი ინფლაცია... რა სულელი ნაბიჭვარია". - ისმის ვიდეოში. უცნობია, იცოდა თუ არა ბაიდენმა, რომ მისი ხმა ისმოდა. 

ჟურნალისტის ინფორმაციით, ბაიდენმა ამ სიტყვების შემდეგ მას მოსაბოდიშებლად დაურეკა. "არაფერი პირადული, მეგობარო". - ჟურნალისტის თქმით, უთხრა მოკლე საუბარში პრეზიდენტმა. 

კომენტარები