გვინეთ პელტროუ

ხელები შორს ჩემი ვაგინისგან – გვინეთ პელტროუმ ახალი სანთელი გამოუშვა

Befunky

გვინეთ პელტროუმ ახალი სანთელი გამოუშვა, რომელსაც ხელები შორს ჩემი ვაგინისგან დაარქვა. 

"სიტყვა ვაგინას დიდი ძალა აქვს. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ გვიწევს თქმა, ხელები შორს ვაგინისგან. 22 იანვირდან კომპანია goop ახალ სანთლებს 25 დოლარად გაყიდის". – წერს მსახიობი.

პელტროუს განმარტებით სანთლების სერიით მსახიობი ტეხასში მიღებული ე.წ. გულისცემის კანონს აპროტესტებს.  

goop კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროდუქტების კომპანიაა, რომელიც გვინეტ პელტროუმ 2008 წელს დაარსა. 

2020 წლის დასაწყისში ამერიკელმა მსახიობმა გაყიდვაში სანთლები გამოუშვა, რომელსაც საკუთარი ვაგინის არომატი აქვს. პროდუქტს This Smells Like My Vagina (ამას ჩემი ვაგინის სუნი აქვს) ჰქვია. Goop-ის ლაბორატორიაში შექმნილ სანთლებს თავად მსახიობმა "მხიარული, სექსუალური და მოულოდნელად ლამაზი" უწოდა. 

კომენტარები