კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 7 947 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 22.65%-ია

Covid 19-ით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 082 ტესტი და დადასტურდა 7 947 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 550 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 22.65%, ბოლო 14 დღის - 13.08%, ხოლო ბოლო 7 დღის - 16.61%.

ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან თბილისში 4 496 გამოვლინდა, აჭარაში - 1 352, იმერეთში – 857, ქვემო ქართლში – 282, შიდა ქართლში – 266, გურიაში – 100, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 215, კახეთში – 180, მცხეთა-მთიანეთში – 98, სამცხე-ჯავახეთში – 93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 77 049, საიდანაც 4 618 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 061 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 70 370 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 987, მათგან 273 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 059 392 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  967 585 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 732.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები