დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ვოლსკი უკრაინაზე: არ არის აუცილებელი მყვირალა ყიყლიყოს წამოძახებასავით განცხადებები

ელემენტარული მხარდაჭერა არ არის ის ფორმულირება, რომელიც, შეიძლება, ახასიათებდეს იმ საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ სვლებს და არა მარტო პოლიტიკურ სვლებს, არამედ გარკვეულ ურთიერთობებს სამხედრო უსაფრთხოების და სხვა გარკვეულ მიმართულებებს. შევხედოთ აშშ-ს ქმედებებს, დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, საქართველოს ჩართულობას სხვადასხვა პროცესში და აქედან შევაფასოთ. არ არის აუცილებელი მყვირალა ყიყლიყოს წამოძახებასავით განცხადებები იყოს მთავარი მახასიათებელი ნიშანი, თუ რას აკეთებს საქართველო იმ ომში, რომელშიც მონაწილეობს და უკრაინაზე არანაკლები საფრთხეები ემუქრება.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები