მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია: მარაზმია მეუფე ნიკოლოზის ინიციატივაზე მსჯელობა, აშარჟებს პოლიტიკურ დევნას

ამ პროცესს, ამ დისკუსიას ვუყურებ როგორც კატასტროფას, რომ სერიოზულად ვიხილავთ მას. მარაზმი თუ რამეს შეეფერება - ამას, რომ ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელოთ მეუფე ნიკოლოზის ინიციატივაზე. იქ ვიღაცები აქებენ. მეუფე ნიკოლოზი შავრაზმული იდეების ცინიკურად გამმართლებელი იყო 5 ივლისის მოვლენებით დაწყებული, ყველაფრით დამთავრებული და ახლა რადგან სააკაშვილზე კარგი რაღაც თქვა, უცებ გმირია. მერე სერიოზულად უნდა განვიხილოთ, კობახიძის კომენტარზეც ვისაუბროთ, რომ მონასტერში გადაიყვანონ თუ არა პოლიტიკური პატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის გაშარჟება იმ სერიოზული პრობლემის, რასაც პოლიტიკური დევნა ჰქვია. ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდა ამით არის დაკავებული და სამწუხაროდ, მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის აყოლილი და ეს არის ძალიან ცუდი ამბავი. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში. კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტ, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივით, ის მზადაა ეპარქიაში მიხეილ სააკაშვილისთვის სივრცე გამოყოს, რათა ექსპრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს.

კომენტარები