Cardi B

ქარდი ბი ნიუ-იორკის ხანძარში დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს

NBC

მომღერალი Cardi B ნიუ-იორკის ხანძრის მსხვერპლთა ოჯახებს დაკრძალვის ხარჯებს დაუფარავს. 

10 იანვარს ბრონქსის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ხანძარს 19 ადამიანის, მათ შორის 9 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ხანძრის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა, 32 მათგანი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ხანძრის ჩასაქრობად 200-მდე მეხანძრე მუშაობდა.

"ვამაყობ იმით, რომ ბრონქსიდან ვარ, იქ უამრავი მეგობარი და ნათესავი მყავს. ვერ წარმოვიდგენ იმ ტკივილს, რომელთან გამკლავება უწევთ დაღუპულთა ოჯახებს, დაკრძალვის ხარჯების დაფარვა მათ ნაწილობრივ მაინც დაეხმარებათ უბედურების დაძლევაში. ვლოცულობ ხანძრის თითოეული მსხვერპლისთვის". – ამბობს რეპერი.

დაღუპულთა შორის არის გამბიის მოქალაქეებიც, მომღერალი აფრიკაში მათი გადასვენების ხარჯებსაც დაფარავს. 

ქარდი ბის ინიციატივას გამოეხმაურა ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი:

"მადლობას ვუხდი Cardi B-ის, იმ დახმარებისთვის, რომელიც დაზარალებულ ოჯახებს გაუწია, ის ნამდვილი სუპერვარსკვლავია, როგორც სცენაზე, ისე მის გარეთ". 

კომენტარები