კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 8 728 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 13.72%-ია

Covid 19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 63 605 ტესტი და დადასტურდა 8 728 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  8 545 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 13.72%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ხოლო ბოლო 7 დღის - 10.93%.

ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან თბილისში 4 797 გამოვლინდა, აჭარაში - 1 184, იმერეთში – 859, ქვემო ქართლში – 302, შიდა ქართლში – 429, გურიაში – 186, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 289, კახეთში – 339, მცხეთა-მთიანეთში – 176, სამცხე-ჯავახეთში – 138, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 799, საიდანაც 4 386 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 896 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 51 517 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 000, მათგან 280 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 015 592 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  943 212 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 555.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები