nasa

ასტეროიდი დედამიწას საქართველოს დროით 01:51-ზე ჩაუვლის [LIVE]

ერთი კილომეტრის სიგანის ასტეროიდი დედამიწას საქართველოს დროით 01:51-ზე ჩაუვლის.

პროცეს ლაივრეჟიმში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. 

NASA-ს ცნობით, ასტეროიდი დედამიწიდან 1 609 344 კილომეტრის მოშორებით 76 192 კმ/სთ სიჩქარით ჩაივლის და ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სწორედ სიახლოვის მანძილითაა ეს მოვლენა გამორჩეული, რადგან, NASA-ს ვარაუდით, მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ასტეროიდი დედამიწას უფრო ახლოს არ ჩაუვლის.

1994 წელს აღმოჩენილი ასტეროიდის სახელია 7482 (1994 PC1). ის არ არის ყველაზე დიდი ასტეროიდი, რომელიც დედამიწას მოუახლოვდა. ამ მხრივ ცხრა კილომეტრიანი სიგანით პირველობას 3122 Florence იკავებს, რომელმაც ბოლოს დედამიწას 2017 წლის პირველ სექტემბერს ჩაურა. 

კომენტარები