ახალციხის საკრებულო

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახალციხის საკრებულოს თანამშრომელი სამსახურში აღადგინეს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის, თამარ აბულაძის სარჩელი დააკმაყოფილა, სამსახურში აღადგინა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისთვის განაცდურის სრულად ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.

ორგანიზაციის ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი სამსახურიდან 2021 წლის 25 აგვისტოს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

თამარ აბულაძე პარტიას საქართველოსთვის წარმოადგენს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახაბერ ქემოკლიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი ილუსტრირებაა იმის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ადამიანებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს.

კომენტარები