ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულებების აუქციონზე 25 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 18 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე  25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 42 860 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790%-ით, მაქსიმალური 9.990%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.833%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250%-ით განისაზღვრა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

 

კომენტარები