კიანუ რივზი

კიანუ რივზმა საყვარელი სიმღერა და ფილმი დაასახელა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, კიანუ რივზმა სტივენ კოლბერის ღამის შოუში საყვარელი სიმღერა და ფილმი დაასახელა.

კითხვაზე თუ რომელ ერთ სიმღერას მოუსმენდა ცხოვრების ბოლომდე, მსახიობმა ბევრი ფიქრის შემდეგ ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Joy Division-ის ჰიტი Love Will Tear Us Apart დაასახელა. საყვარელ ფილმად კი არტისტმა კანადელი რეჟისორის, ნორმან ჯუისონის მიერ 1975 წელს გადაღებული კინოსურათი Rollerball დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ კიანუ რივზმა სტივენ კოლბერის კითხვების სექციაში მონაწილეობა 2019 წელსაც მიიღო. მაშინ რივზმა კითხვას – რა ხდება სიკვდილის შემდეგ? მსახიობმა ასე უპასუხა: "ვიცი, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვართ, ძალიან მოვენატრებით".

კომენტარები