საქართველოს მთავრობა

დღეიდან თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი შესაძლებელია

NHS

მთავრობის ახალი განკარგულებით, დღეიდან თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

ღარიბაშვილის თქმით, არ არსებობს არგუმენტი, რატომ უნდა ღირდეს საქართველოში მედიკამენტები ათჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში, შესაბამისად ფასების დაწევის მიზნით დღეიდან საქართველოს მთავრობა თურქეთის ბაზარს ხსნის.

"მოგეხსენებათ, რომ მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე და საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ პირობითად ღირს ათი ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არანაირი არგუმენტი, რატომ არ უნდა ყოფილიყო თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე და მივიღე გადაწყვეტილება, თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა და მე იმედი მაქვს, იმპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში". – თქვა ღარიბაშვილმა

კომენტარები