ვაქცინაცია მსოფლიოში

აუცრელებს ავსტრიაში 3 600 ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესდებათ

Jan Hetfleisch/Getty Images

ავსტრიის კანცლერის, კარლ მეჰამერის თანახმად, მარტიდან ავსტრიაში აუცრელ მოქალაქეებზე ჯარიმები დაწესდება.

მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან, ჯარიმის სახით 3 600 ევროს გადახდა მოუწევთ. კანონი გავრცელდება ქვეყანაში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან ადამიანზე.

პირველ ეტაპზე აუცრელები წერილობით შეტყობინებას მიიღებენ, მარტის შუა რიცხვებიდან კი პოლიცია და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ ვაქცინის სტატუსის შემოწმებას, ჯარიმების დაწესებას და საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის დანიშვნას. განგრძობადი უთანხმოება კი ერთი თვის შემდეგ დამატებით 600 ევროიანი ჯარიმის დაწესებას გამოიწვევს.

ჯარიმა შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ პირი იდენტიფიცირებიდან 2 კვირის განმავლობაში აიცრება.

მიღებული გადაწყვეტილება ვენის ქუჩებში 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გააპროტესტა.

ამ დროისთვის ავსტრიაში მოსახლეობის 50%-მდეა სრულად ვაქცინირებული.

ევროპაში აუცრელებზე სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს აწესებენ. იტალიამ ვაქცინის მანდატი 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის დააწესა, საბერძნეთი იმ ხანდაზმულების დაჯარიმებას დაიწყებს, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კი ამბობს, რომ აუცრელებს "ცხოვრებას გაურთულებს".

კომენტარები