კულტურის სამინისტრო

მარჯანიშვილის თეატრი: ლევან წულაძეს ვადა ამოეწურა, კონკურსში მონაწილეობას მიიღებს

პირველი არხი

მარჯანიშვილის თეატრი აცხადებს, რომ ლევან წულაძეს სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ხელშეკრულებით განსაზღვრული 4-წლიანი ვადა ამოეწურა და ის კონკურსში თავიდან მიიღებს მონაწილეობას.

"დღეს ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი. ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ.

ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში.

ჭოლა [ლევან წულაძე], როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში", - წერია განცხადებაში.

გუშინ, 13 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას აღარ იკავებს, რაზეც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ "ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა".

კომენტარები