მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მთავრობას რომ სცოდნოდა, საქართველოს მიწაზე დავდიოდი, მკვლელობას გადაწყვეტდნენ

ერთი წამისთვის, რომ თავისუფლად გამევლო ჩემი ქვეყნის, ჩემი საყვარელი ქვეყნის მიწაზე, ღირს, რომ ადამიანი წავიდეს სიკვდილზე. ნებისმიერ წუთში რომ სცოდნოდა ხელისუფლებას, რომ მე დავდიოდი საქართველოს მიწაზე, რა თქმა უნდა, პირველი მათი გადაწყვეტილება იქნებოდა ჩემი მკვლელობა. მე ძალიან კარგად ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. მერე ამას დააბრალებდნენ ვიღაც კრიმინალებს. მე ძალიან კარგად ვიცი, როცა ყოველ ღამე გესიზმრება შენი სამშობლო. 

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. 

კომენტარები