რეზო ამაშუკელი

სამინისტრო ამაშუკელის პანთეონში დაკრძალვაზე: ოჯახთან სხვა ვარიანტებზე მიდის მსჯელობა

სად დაიკრძალება პოეტი რეზო ამაშუკელი, ჯერჯერობით, კვლავ უცნობია. ტაბულა კითხვით, იგეგმება თუ არა ამაშუკელის ცხედრის პანთეონში დასვენება, კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ რეზო ამაშუკელის დაკრძალვასთან დაკავშირებით, მის ოჯახთან "სხვა ვარიანტებზე მიდის მსჯელობა".

პოეტი რეზო ამაშუკელი 10 იანვარს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეზო ამაშუკელი 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. 1986 წელს დაინიშნა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად, 1988-89 წლებში კი იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1993 წელს ის აირჩიეს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ.

კომენტარები