კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ჯერჯერობით, საქართველოში ომიკრონის არც ერთი შემთხვევა არ გართულებულა

ჯერჯერობით, ომიკრონის რა შემთხვევებიც დაფიქსირდა ქვეყანაში, უდიდესი ნაწილი იყო მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის, მხოლოდ 9 შემთხვევაში გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო და ეს ჰოსპიტალური მართვაც ძალიან მოკლე ხანში დასრულდა და არცერთი შემთხვევა გართულებული არ ყოფილა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია რუსთავი ორთან საუბარში. ქვეყანაში ომიკრონის 1000-მდე შემთხვევაა დადასტურებული. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 1 კვირაში კოვიდინფიცირებულთა 70-80%-ს ომიკრონი ექნება.

კომენტარები