Totally Spies

2022 წელს შესაძლოა TOTALLY SPIES!-ის ახალი სეზონი გამოვიდეს

Pinterest

2022 წელს, შესაძლოა, პოპულარული ანიმაციური სერიალის, Totally Spies!-ის ახალი, მეშვიდე სეზონი გამოვიდეს. ინფორმაციას ონლაინ გამოცემა Pop Crave ავრცელებს.

"2001 წლის ანიმაციის Totally Spies! ახალ სეზონზე მუშაობა დაწყებულია". – წერია გამოცემის პოსტში.

Pop Crave პოსტში ანიმატორსა და რეჟისორს ტომას ასტრუკს თაგავს, რომელიც ცნობილ სერიალზე მუშაობდა, მოგვიანებით კიდევ ერთი ცნობილი ანიმაციის, Miraculous Ladybug-ის შემქმნელი გახდა.

Totally Spies! ფრანგულ-კანადური ანიმაციური სერიალია, რომლის პირველი სეზონი 2001 წელს გამოვიდა. შოუს მთავარი გმირები ბევერლი-ჰილზელი მეგობარი ქალები არიან, რომლებიც საიდუმლო ორგანიზაცია WOOHP-ში მუშაობენ. ანიმაცია თავდაპირველად ფრანგულ არხზე TF1 გადიოდა, მოგვიანებით დისტრიბუციის უფლებები Nickelodeon-მა და Jetix-მა შეიძინა. Totally Spies!-ის მეექვსე სეზონით 2014 წელს დასრულდა. შუალედში სერიალის სრულმეტრაჟიანი ვერსიაც გამოვიდა. კრიტიკოსები შოუს ჩარლის ანგელოზების საბავშვო ვერსიად მოიხსენიებენ.

 

კომენტარები