ხავიერ ბარდემი

ხავიერ ბარდემი: ფრანკენშტაინის როლს შევასრულებდი, თავის ზომა ხელს მიწყობს

JoBlo

რამდენიმე წლის წინ ხავიერ ბარდემს კინოსტუდია Universal-ის ახალ ეკრანიზაციაში ფრანკენშტაინის როლი უნდა შეესრულებინა, გაურკვეველი მიზეზებით პროექტი გადაიდო. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში ჭორი გავრცელდა, თითქოს პროექტზე მუშაობა განახლდა. ესპანელმა მსახიობმა ჯეს კეგლის შოუში ჭორი არ დაადასტურა, მაგრამ ფრანკენშტაინის როლის შესრულებისთვის მზაობა გამოხატა.

"მსგავსი არაფერი გამიგია, ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ფრანკენშტაინის როლს, სიამოვნებით შევასრულებდი. ოღონდ ექიმი ფრანკენშტაინიც მე უნდა ვითამაშო და მისი მონსტრიც, იმიტომ რომ ეს ერთი არსების ორი განსხეულებაა. თანაც გარეგნობა ხელს მიწყობს, განსაკუთრებით თავის ზომა". – ამბობს ბარდემი.

ბარდემს ფრანკენშტაინი 2017 წელს უნდა ეთამაშა, თუმცა ტომ კრუზიანი მუმიის წარუმატებლობის შემდეგ პროდიუსერებმა ფილმის გადაღება გადაიფიქრეს.

ფრანკენშტაინი მერი შელის რომანია, რომელიც პირველად 1818 წელს დაიბეჭდა. წიგნში აღწერილი მონსტრი საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოგმირი გახდა. სხვადასხვა წლებში მისი როლი ბორის კარლოფს, ბელა ლუგოშის, პიტერ ბოილს, კრისტოფერ ლის და რობერტ დე ნიროს აქვთ შესრულებული.

კომენტარები