2022 წელს გარდაცვლილები

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

მძლეოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ორგზის ევროპის ჩემპიონი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.  1968 წლის მექსიკის ოლიმპიადაზე სანეევმა ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, ხოლო 4 წლის შემდეგ მან კიდევ ერთხელ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი. 

ასევე, ვიქტორ სანეევი ერთადერთი მძლეოსანია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო სამხტომში ოლიმპიური ოქროს მოგება. სანეევს მიღებული აქვს საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი. 

ვიქტორ სანეევი 1992 წლიდან ცხოვრობდა ავსტრალიაში და იყო ამ ქვეყნის მოქალაქე. 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.
 

კომენტარები