ახალი წელი

ახალი წლის ღამეს საფრანგეთში 874 მანქანა დაიწვა

DW

ახალი წლის ღამეს საფრანგეთში 874 მანქანა დაიწვა. სამართალდამცავებმა 441 ცეცხლის წამკიდებელი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი ავრცელებს.

"მადლობა 130 000 პოლიციელს, ჟანდარმსა და სამოქალაქო უსაფრთხოების თანამშრომლებს, რომლებმაც ახალი წლის ღამეს საფრანგეთის მოსახლეობის დაცვა უზრუნველყო". – წერს დარმანენი. 

შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ წლიდან წლამდე იკლებს დამწვარი მანქანების და იზრდება დაკავებული პირების რაოდენობა. შედარებისთვის 2019 წლის პირველ ღამეს საფრანგეთში 1300 ავტომობილი დაიწვა, პოლიციამ კი 376 ეჭვმიტანილი დააკავა. ასევე იკლო სამართალდამცავებზე თავდასხმის ფაქტებმაც. 

კომენტარები