COVID-19

აშშ-ს მარეგულირებელმა MERCK-ის COVID-19-ის ანტივირუსულ აბებს ავტორიზაცია მიანიჭა 

აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Merck-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსულ აბებს ავტორიზაცია მიანიჭა

მარეგულირებლის განმარტებით, აბების გამოყენება ნებადართულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ-ჯგუფში იმყოფებიან. პრეპარატის მიღება ორსულებისთვის არ არის რეკომენდებული. 

ჩატარებული კვლევის თანახმად, პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე გართულებების რისკებს 30%-ით ამცირებს. 

აღსანიშნავია, რომ FDA-მ ავტორიზაცია Pfizer-ის ანტივირუსულ პრეპარატს, Paxlovid-საც მიანიჭა. კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის სამკურნალო აბები 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკებს. 

FDA-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზემოხსენებული აბები კორონავირუსის პრევენციისთვის არ არის განკუთვნილი და არ ჩაანაცვლებს ვაქცინას.

 

კომენტარები