თბილისი ენერჯის ინფორმაციით, უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო გლდანში აფეთქება მოხდა. მათივე ცნობით, დაშავდა 5 ადამიანი.
"საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.
გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ! არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახიᲡ და მეზობლების სიცოცხლეს". - წერს თბილისი ენერჯი.