უბედური შემთხვევა

ქუთაისში მანქანა მდინარეში გადავარდა, დაიღუპა ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც

ქუთაისში მდინარე წყალწითელაში მანქანა გადავარდა. უბედური შემთხვევისას მანქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა 3 პირი. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები