Covid 19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 001 ტესტი და დადასტურდა 1 296 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 127 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.89%, ბოლო 14 დღის - 6.93%, ხოლო ბოლო 7 დღის - 6.39%.
ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან თბილისში 600 გამოვლინდა, აჭარაში - 122, იმერეთში – 197, ქვემო ქართლში – 85, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 34, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 64, კახეთში – 71, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 31, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 34 238, საიდანაც 5 774 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 071 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 27 393 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 430, მათგან 314 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 910 456 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 863 076 პაციენტი და გარდაიცვალა – 13 116.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.





